აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში ერთმა დეპუტატმა მეორე კანონპროექტის გამო ტყვიით მოკლა – ცნობილია სასტიკი ანგარიშწორების მიზეზი და სისხლიან გარჩევაში მონაწილეთა ვინაობა

აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის შენობაში სროლა მოხდა, რის შედეგადაც ე.წ. დეპუტატი ვახტანგ გოლანძია დაიღუპა და ოპოზიციონერი კან კვარჩია დაიჭრა, – ინფორმაციას „ტელეგრამ” არხი АМРА-life-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ე.წ. პარლამენტში მაინინგის აკრძალვის შესახებ კანონპროექტს განიხილავდნენ, რა დროსაც კან კვარჩია და ადგურ ხარაზია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

სროლა ადგურ ხარაზიამ დაიწყო.

გარდაცვლილი ვახტანგ გოლანძია მათ გაშველებას ცდილობდა.