სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში 2025 წლის 1 იანვრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდება. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
როგორც ჟურნალისტებს ბელგრადის მერმა ალექსანდრე შაპიჩმა განუცხადა, ეს გადაწყვეტილება მიმართულია საცობების წინააღმდეგ. ბელგრადში 1,7 ადამიანი ცხოვრობს. საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ სარგებლობის უფლება როგორც ქალაქის მკვიდრებს, ასევე იქ ჩასულ სტუმრებსაც ექნება.
ამჟამად ბელგრადის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა 0,43 ევრო ღირს. ამ თანხის გადახდის შემდეგ მგზავრს 90 წუთის განმავლობაში სხვა ტრანსპორტზე გადაჯდომისას უფასოდ მგზავრობა შეუძლია.
სერბეთის დედაქალაქში ამჟამად არის ტრამვაის 11 ხაზი, ტროლეიბუსის 8 ხაზი და ავტობუსის 200 ხაზი. სერბეთის დედაქალაქში მეტრო არ არის და მისი მშენებლობა ამჟამად მიმდინარეობს. ისევე როგორ ევროპის სხვა ქალაქებში, აქაც სერიოზული პრობლემებია საცობები და ჰაერის დაბინძურება.