ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს წინააღმდეგ სანქციების საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, მაგრამ საქართველოში არსებული სიტუაციით შეშფოთება გამოთქვეს

ბრიუსელში გამართულ სამიტზე ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს წინააღმდეგ სანქციების საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, მაგრამ ოფიციალური თბილისის დღევანდელი კურსით და საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს. ამის შესახებ სამიტის დასრულების შემდეგ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა კომისარმა კაია კალასმა განაცხადა.

კაია კალასი

„ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს წინააღმდეგ სანქციების საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ჩვენ განვიხილავთ, თუ რისი გაკეთება შეიძლება კიდევ საქართველოსთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მთავრობაზე ზეწოლა მოვახდინოთ, რათა მან საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ძალა არ გამოიყენოს და ოპოზიციაზე თავდასხმა შეწყვიტოს. ეს არის ევროკავშირის ძალიან მკაფიო სიგნალი“, – განაცხადა კაია კალასმა.

მისი თქმით, ამ საკითხზე მუშაობა გაგრძელდება.