ლაური ლაატსი: სანქციები არ არის გამოსავალი, ესტონეთი და ევროკავშირი უნდა ჩაერთონ დიალოგში საქართველოსთან, ნაცვლად მასზე ზეწოლისა

ესტონეთის პარლამენტის საქართველო-ესტონეთის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ლაური ლაატსი გადააყენეს, ვინაიდან ის საქართველოს ხელისუფლების სასარგებლო განცხადებებს აკეთებს.

ლაური ლაატსი

როგორც „ქრონიკას“ ლაური ლაატსიმ განუცხადა, სანქციები არ არის გამოსავალი. ესტონეთი და ევროკავშირი უნდა ჩაერთონ დიალოგში საქართველოსთან, ნაცვლად მასზე ზეწოლისა.

„ესტონელი ხალხი დგას ქართველი ხალხის გვერდით და ღრმად ვართ შეშფოთებული იმის გამო, რაც საქართველოში ხდება. ჩვენი ერი მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას ევროინტეგრაციისკენ და იმედოვნებს, რომ მშვიდობიანი გამოსავალი მიიღწევა.

სანქციები არ არის გამოსავალი. ესტონეთი და ევროკავშირი უნდა ჩაერთონ დიალოგში საქართველოსთან, ნაცვლად მასზე ზეწოლისა, რადგან ამან შეიძლება სავალალო შედეგები მოიტანოს. ქართული საზოგადოება ამჟამად გაყოფილია და ეს განხეთქილება უნდა განიკურნოს. ნებისმიერმა დაწესებულმა სანქციამ შეიძლება უფრო მეტი ზიანი გამოიწვიოს, ვიდრე სარგებელი. გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ფოკუსირება მოლაპარაკებებსა და ეფექტიან კომუნიკაციაზე.

სამწუხაროდ, ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი, როგორც ჩანს, ვერ ხვდება ამას, რაც გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ მე გადამაყენეს ესტონეთ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარის თანამდებობიდან. მიუხედავად ამისა, კვლავ მტკიცედ ვუჭერ მხარს ქართველ ხალხს და მათ მისწრაფებებს“, – აღნიშნა ლაატსიმ.