სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ იორდანიიდან 7 250 სირიელი დაბრუნდა, – იტყობინება Anadolu Agency.
იორდანიის შინაგან საქმეთა მინისტრის მაზინ ალ-ფარაიეს განცხადებით, 7 250 სირიელი სამშობლოში რვა დეკემბრიდან ჯაბერ-ნასიბის სასაზღვრო პუნქტიდან დაბრუნდა.
მისი თქმით, სირიელების უმრავლესობას არ ჰქონდათ ლტოლვილის სტატუსი.
ცნობისთვის, 27 ნოემბერს ოპოზიციის შეიარაღებულმა ფორმირებებმა მასშტაბური შეტევა დაიწყეს სირიის სამთავრობო ძალების წინააღმდეგ ალეპოსა და იდლიბში. 7 დეკემბერს ასადის მოწინააღმდეგეებმა დაიკავეს ისეთი სირიული ქალაქები, როგორიცაა ალეპო, დეირ-ეზ-ზორი, დერაა, ჰაბა და ჰომსი. მოგვიანებით ისინი სირიის დედაქალაქ დამასკოში შევიდნენ, რის გამოც ასადს ქვეყნის დატოვება და რუსეთში გაქცევა მოუწია.