სლოვაკეთი უკრაინას კონფლიქტით ემუქრება, თუ გაზის ტრანზიტი რუსეთიდან არ გაგრძელდება

სლოვაკეთმა, შესაძლოა, განიხილოს შესაბამისი ზომები უკრაინის წინააღმდეგ, თუ არ გააგრძელებს გაზის ტრანზიტს რუსეთიდან ევროპაში, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა.

რობერტ ფიცო

„თუ ზელენსკი არ შეუშვებს ჩვენს გაზს, შეიძლება დაიწყოს სერიოზული კონფლიქტი“, – განაცხადა ფიცომ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა არ გაატარებს რუსული წარმოშობის გაზის ტრანზიტს, თუ არ ექნება გარანტია, რომ კრემლი ფინანსურ სარგებელს არ მიიღებს, სანამ ომი გრძელდება.

ფიცოს განცხადებით, ზელენსკიმ გამორიცხა კონტრაქტის გაგრძელების შესაძლებლობა და თავისი შეთავაზებები წარმოადგინა. მათ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა აბსურდული უწოდა.

„მაგალითად, ზელენსკი გააგრძელებს ტრანზიტს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ არ გადავუხდით ფულს მომწოდებლებს კონფლიქტის დასრულებამდე. რომელი სულელი მოგვაწვდის გაზს უფასოდ?“, – აღნიშნა ფიცომ.