სად აპირებს ახალი წლის შეხვედრას თამრიკო ჭოხონელიძე და “პროტესტანტები”?

რუბრიკაში, რომელშიც საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები დედაქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, ნაძვის ხის საზეიმოდ ანთების გადადებასა და მოგვიანებით ანთებაზე საუბრობენ, თამრიკო ჭოხონელიძე ამბობს, რომ „დარწმუნებულია, ქართველი ხალხი აუცილებლად იზეიმებს ნამდვილ ახალ წელს“.

„როგორ შეიძლება დღეს მე ვიზეიმო, როდესაც ხელისუფლება ჩვენს შვილებს ტერორს უწყობს? მე არ მეზეიმება და ვისაც ეზეიმება, იზეიმოს.

ამ ქვეყანაში ბავშვები ცხოვრობენ და ბავშვებს ნაძვის ხეც უნდათ და ყველაფერი. სხვათა შორის, მე არ ვიყავი მთავარი ნაძვის ხის ანთების წინააღმდეგი, ენთოს და იყოს… ჩვენ დაგვიკარგეს ზეიმის ხალისი და თავად მოინდომეს ეზეიმათ, მაგრამ ხალხმა შესაბამისი პასუხი გასცა“, – უთხრა ჟურნალ “გზას” მომღერალმა.

ჟურნალისტის კითხვაზე – როგორ წარმოუდგენია 2025 წლის შემობრძანება – თამრიკო ჭოხონელიძე აღნიშნავს:

„ხალხი იქნება ქუჩაში, რადგან ისინი ხელისუფლებამ ქუჩაში გამოყარა“.