გერმანელები სულ უფრო ხშირად ამბობენ უარს ჯარში სამსახურზე – როგორც მოქმედი სამხედრო პირები, ასევე რეზერვისტები და სამოქალაქო პირები, – იუწყება Bild.
„უკრაინაში რუსული სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ, გერმანიაში სამხედრო სამსახურზე უარის მთქმელთა რაოდენობა თერთმეტჯერ გაიზარდა”, – ნათქვამია სტატიაში.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ მხოლოდ ამ წელს სამხედრო სამსახურისგან უარის თქმა 2468 ადამიანს სურს. ეს 50%-ით მეტია, ვიდრე 2023 წელს და თერთმეტჯერ მეტი, ვიდრე 2021 წელს და შესაძლოა, მათ ეშინიათ, არ აღმოჩნდნენ რუსეთ-უკრაინის საბრძოლო მოქმედებებში ჩართულნი.
პროფესორი მატიას სტრონი ბუკინგემის უნივერსიტეტიდან აღნიშნავს, რომ არ უკვირს მოვლენების ამგვარი განვითარება. მისი თქმით, სარეკლამო კამპანიის ფონზე, რომელიც „სასიამოვნო და კომფორტული სამსახურის“ დაპირებას იძლევა, ჯარში ხშირად იღებენ არასათანადო პირებს. პროფესორის თქმით, არმიას მეომრები სჭირდება.