“შობის სულისკვეთებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ საშინელი შეტევაა“ – სალომე ზურაბიშვილი

“მაგდებურგში საშობაო ბაზრობაზე მომხდარი თავდასხმა შობის სულისკვეთებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ საშინელი შეტევაა“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ჩემი ფიქრები ოჯახებთან და გერმანელ ხალხთანაა“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ზე.

„ჩემი ფიქრები დაღუპულთან და მათ ახლობლებთან არის. ჩვენ მათ და ყველა მაგდებურგელის ვერდით ვდგავართ“, – ამბობს შოლცი.

შეგახსენებთგერმანიაში, მაგდებურგში, საშობაო ბაზრობაზე ავტომობილი ხალხში შევარდა. როგორც Sky News-ი წერს, დაღუპულია 4 და დაშავებულია 70-მდე ადამიანი. დაშავებულთაგან 15-ის მდგომარეობა მძიმეა. მამაკაცი, რომელიც ნაქირავებ მანქანას მართავდა, პოლიციამ დააკავა. სამართალდამცველები, ამ ეტაპზე, მომხდარს თავდასხმად აფასებენ. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლი არის ექიმი საუდის არაბეთიდან.

საქართველოს პრეზიდენტი სამძიმრის წერილს ავრცელებს