„როგორ იყიდებით ბიჭებო, არ გრცხვენიათ. დედებს მინდა მივმართო…“ – თამრიკო ჭოხონელიძე ყველას და ყველაფერს წვდება

აქციაზე მყოფი თამრიკო ჭოხონელიძე პირდაპირ ეთერში ჩაერთო. მომღერლის თქმით, დღეს რასაც უყურებს, ეს ნამდვილი საქართველოა.

„როდესაც არის არასამართლიანობა, როდესაც არის სიყალბე, იქ, რა თქმა უნდა, სიმართლის ეშინიათ. დღეს არის ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ძალიან სწორ გზას ადგას, ძალიან მშვიდობიანად ითხოვს სამართლიან არჩევნებს, რომელიც ვერ მივიღეთ თავის დროზე, რომელიც გაგვიყალბეს და წაგვართვეს. სამართლიანად მიმართავს თუნდაც ბატონ ბიძინა ივანიშვილის და ყველას.

ახლა რასაც მე აქ ვუყურებ აქ არის ნამდვილი საქართველო. მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ გამორიცხულია საქართველომ არ გაიმარჯვოს. საქართველო არის აქ, რომელიც ითხოვს სამართლიან არჩევნებს.

რა თქმა უნდა ვითხოვთ ჩვენი შვილების თაობის გამოშვებას, რომლებიც უსამართლოდ არიან ციხეში კაცი შვილი ვერ ამტკიცებს მათ ბრალეულობას.

ძალიან სამარცხვინოები არიან ისინი, ვინც მათ ასამართლებს. ძალიან მრცხვენია იმ არაქართველების, ისინი ქართველები არ არიან ვინც ცრუ მოწმეები არიან. როგორ იყიდებით ბიჭებო, არ გრცხვენიათ. მათ დედებს მინდა მივმართო ხომ ხედავთ, ხომ ცნობთ თქვენს შვილებს რას აკეთებთ, როგორ ვერ აჩერებთ თქვენს შვილებს.

მე იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება, მიყვარს ყველა ქართველი ვინც აქ დგას. გამოდით, გამოდით“, – ამბობს თამრიკო ჭოხონელიძე.