ვლადიმირ პუტინი: რუსეთი ბელარუსს 1.5 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხს მისცემს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, სოჭში ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრის დროს, მხარი დაუჭირა ბელარუსის ლიდერის გეგმებს კრიზისის დაძლევაში.

 

საუბარია საკონსტიტუციო რეფორმაზე, რომლის პრეზენტაციასაც ლუკაშენკო უახლოეს მომავალში გეგმავს. რუსეთის პრეზიდენტმა ამ ნამუშევარს “ლოგიკური, დროული და მიზანშეწონილი” უწოდა.

პუტინმა განაცხადა, რომ დაუშვებელია სხვა ქვეყნების ჩარევა ბელარუსის კრიზისში. ”ჩვენ თვითონ ვართ ბელარუსებისთვის, ყოველგვარი მოთხოვნების გარეშე მათი ინტერესების დამცველი და მოტივირებული დავეხმაროთ ბელარუსელ ხალხს მათი სახელმწიფოს და სამუშაო ადგილების მოწყობაში.

ვლადიმერ პუტინის განცხადებით რუსეთი ბელარუსს 1.5_მილიარდი დოლარის ოდენობის სესხს მისცემს.

ლუკაშენკომ მადლობა გადაუხადა ვლადიმერ პუტინს გამოხატული პოზიციებისთვის, ბელაურსიის მხარდასაჭერად და აღნიშნა, რომ პუტინი შესანიშნავად პოზიციონირებს.

,, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა და კრიზისმა აჩვენა, რომ ბელარუსიისთვის უფროსი ძმის ყოლა რუსეთის სახით ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა.
შექმნილი პოლიტიკური კრიზისი იყო გაკვეთელი და გამოცდა მინსკსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების, რომელოც ორივემ წარმატებით ჩააბარა.
განაცხადა – ალექსანდრე ლუკაშენკომ

მოამზადა ირაკლი ჯანყარაშვილმა

“თვალსაზრისი”