ტრამპი: ვაპირებთ, შევაჩეროთ ეს ტრანსგენდერული სიგიჟე, აშშ-ის მთავრობის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი, მამრობითი და მდედრობითი

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თეთრ სახლში დაბრუნებისთანავე, პირველივე დღეს, ხელს მოაწერს აღმასრულებელ განკარგულებას არასრულწლოვანთა სქესის შეცვლის აკრძალვასთან დაკავშირებით.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

„პირველივე დღიდან ვაპირებთ, შევაჩეროთ ეს ტრანსგენდერული სიგიჟე. მე ხელს მოვაწერ აღმასრულებელ განკარგულებებს ბავშვთა სქესობრივ დასახიჩრებაზე, ტრანსგენდერს მოვაშორებ შეიარაღებული ძალებიდან, დაწყებითი, საშუალო და დამამთავრებელი კლასებიდან“, – აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, ის ასევე აკრძალავს ქალთა სპორტულ სახეობებში მამაკაცების მონაწილეობას.

„ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში აშშ-ის მთავრობის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი – მამრობითი და მდედრობითი“, – დასძინა ტრამპმა.