ყაზანზე უკრაინული დრონების თავდასხმების გამო, პუტინი უკრაინას გამანადგურებელი დარტყმებით დაემუქრა.
„ვინც და როგორც არ უნდა სცადოს ჩვენთან რამის განადგურება, მიიღებს ინტენსიურ გამანადგურებელ დარტყმებს და ინანებს იმას, რაც ჩაიდინა“, – განაცხადა კრემლის ლიდერმა.
უკრაინელებმა ყაზანზე იერიში 21 დეკემბერს 8 დრონით მიიტანეს. მათი სამიზნე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები გახდა. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.