„სქაი ნიუსის“ ინფორმაციით, ქართველი მძღოლი, რომელიც გუშინ, საბერძნეთში არალეგალი მიგრანტების გადაყვანისთვის დააკავეს, პოლიციაში იკითხება. მედიის ცნობით, მანქანა-მაცივარში დამალული მიგრანტები სირიიდან, ირანიდან და ავღანეთიდან არიან, რომლებიც ევროკავშირში ცდილობდნენ შეღწევას. 6 მათგანი არასრულწლოვანია.
მანქანა, ბულგარეთის სანომრე ნიშნებით, საბერძნეთში თურქეთიდან შევიდა. 8 მიგრანტი სუნთქვითი პრობლემებით საავამდყოფოშია გადაყვანილი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე ავტოავარიის შედეგად დაიღუპა.მედიის ინფორმაციით, მას არალეგალი მიგრანტები გადაჰყავდა.