ბრიქსის იდეა ჯერ კიდევ შორეულ 2001 წელს გაჩნდა, ამერიკული საინვესტიციო ბანკის, „გოლდმენ საკსის“ წამყვანს ეკონომისტმა, ჯიმ ო’ნილმა ივარაუდა, რომ მსოფლიოში არსებული ყველაზე მზარდი ეკონომიკის ქვეყნები, მომავალში ერთიან ეკონომიკურ ძალად გაერთიანდებოდნენ.
BRIC-ის ქვეყნებში შორის პირველი მაღალი დონის შეხვედრა 2006 წლის სექტემბერში ნიუ-იორკში გაიმართა მას ოთხი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი და ჩინეთი) ესწრებოდა.
2009 წელს რუსეთმა ბრიქსის პირველ სამიტს უმასპინძლა (ეკატერინბურგი) თავდაპირველად გაერთიანებაში ოთხი სახელმწიფო მოიაზრებოდა (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი) 2010 წელს მათ რიგებს სამხრეთ აფრიკა შეუერთდა.
დღეს გაერთიანება 10 ქვეყანას მოიცავს (ბრაზილია, ჩინეთი, ეთიოპია, რუსეთი, ეგვიპტე, ირანი, ინდოეთი, სამხრეთ აფრიკა, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი)
რამდენიმე სახელმწიფო მზად არის გახდეს BRICS-ის წევრი (ბელარუსი, ბოლივია, კუბა, ინდონეზია, აზერბაიჯანი, მალაიზია, ნიგერია, ტაილანდი, თურქეთი, ვიეტნამი, ალჟირი, ყაზახეთი, უზბეკეთი, უგანდა, სენეგალი)
დღეს რიცხოვნობის მიხედვით, ბრიქსის წილი მსოფლიო მოსახლეობაში 45% შეადგენს, ის მსოფლიოს ფართობის 35%-ს ფლობს, მსოფლიო შიდა პროდუქტში მისი წილი 35% არის, ფლობს მსოფლიო სავალუტო რეზერვების 35%-ს.
2024 წელს BRICS-ის ბლოკმა გაზარდა ნავთობის ერთობლივი წარმოება თითქმის 50 პროცენტით და ახლა ნავთობის გლობალური მოპოვების თითქმის 35 პროცენტს შეადგენს, ექსპორტის მხრივ, ჯგუფის წილი შედარებით მცირეა. გასულ წელს, მისმა წევრებმა გლობალური საქონლის ექსპორტის მხოლოდ 22 პროცენტი,
ბრიქსის ბლოკს მსოფლიოში ყველაზე მზარდი და ძლიერი ეკონომიკა აქვს, შედარებისთვის 2010 წლისთვის დიდი შვიდეულის ქვეყნების მშპ-ის შეფარდება მსოფლიო ეკონომიკასთან 34.3% იყო, „ბრიქსის“ ქვეყნებისა კი 26.6%. 2023 წელს აღნიშნული მაჩვენებელი ასე გამოიყურებოდა დიდ შვიდეული – 29.9% და ბრიქსი 32.1%.
2015 წელს „ბრიქსის“ ქვეყნებმა შექმნეს „ახალი განვითარების ბანკი“ – „ბრიქსის ბანკი“, რომლის კაპიტალიც ამჟამად 50 მლრდ აშშ დოლარზე მეტია. ბანკი ამჟამად რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტს აფინანსებს. ბრიქსი ამ ეტაპზე ერთიანი ვალუტის შექმნაზე მუშაობს, რაც თავის მხრივ დოლარის და ევროს შესუსტებას გამოიწვევს, აღნიშნული ქმედება მნიშვნელოვნად დაასუსტებს როგორც აშშ-ს ასევე ევროკავშირს, საპირისპიროდ მნიშვნელოვნად გაძლიერდება ჩინეთის და ინდოეთის ეკონომიკა…
საქართველომ ახალ მსოფლიო წესრიგში საკუთარი ნიშა თავიდან უნდა იპოვოს, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის გაძლიერებაზე გადის, საქართველომ რამდენიმე თვის უკან ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტი გააფორმა, ჩინეთი თავის მხრივ ბრიქსის ერთი ერთი ლიდერი და გადაწყვეტილების მიმღები ქვეყანა არის, საქართველოს აქვს პოტენციალი ახალ გაერთიანებაში საკუთარი ნიშა დაიკავოს, რადგან ბრიქსი არის წმინდა ეკონომიკური გაერთიანება, რომელიც კონკრეტული სახელმწიფოების შიდა პოლიტიკაში არ ერევა.
ჩნდება ლოგიკური კითხვა, როგორ წარმოგვიდგენია რუსეთთან ერთად, ერთ გაერთიანებაში ყოფნა, ბრიქსის შემთხვევაში მსგავსი პრეცედენტი უკვე არსებობს, კერძოდ გაერთიანებაში ერთად იმყოფება ინდოეთი და ჩინეთი, აზიის ორი გიგანტი სახელმწიფო, რომელსაც ერთმანეთთან არა მხოლოდ ეკონომიკური არამედ სამხედრო დაპირისპირება აქვთ… რადგან საქართველოს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობა ახლაც აქვს, ერთ გაერთიანებაში ყოფნაც შესაძლებელია, მაგრამ გარკვეული პირობების სანაცვლოდ, პირობები რომელიც საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების შესაბამისად იქნება შედგენილი.
თავის მხრივ ბრიქსისთვის საინტერესო უნდა იყოს საქართველოსთან ურთიერთობა თუნდაც ჩვენი სატრანზიტო პოტენციალის გამო, რადგან როგორც ვხედავთ მსოფლიოში ნავთობის მარაგით მდიდარი ქვეყნები ბრიქსის წევრები არიან, მათ სჭირდებათ საკუთარი ნავთობის ტრანსპორტირების უსაფრთხო გზები, ამ შემთხვევაში საქართველოს ალტერნატივა არ გააჩნია, სატრანზიტო დერეფნის განვითარება საქართველოსთვის დამატებით ეკონომიკურ სარგებელს და ახალ შესაძლებლობებს ნიშნავს, დღევანდელი მოცემულობით ნავთობის ტრანსპორტირების მთავარი არტერია არის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მარშრუტი, სადაც ყაზახეთი გეგმავს გაზარდოს მიწოდება არსებული ყოველწლიური 1,5 მილიონი ტონიდან 20 მილიონ ტონამდე. არსებული დინამიკის შენარჩუნების შემთხვევაში მიწოდებული ნავთობის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება რაც საქართველოს შესაძლებლობაა, რადგან უფრო მეტი ენერგომატარებლების საქართველოს გავლით ევროპისთვის მიწოდება, ჩვენი ქვეყნისთვის დამატებით შემოსავალს ნიშნავს (შემოსავლის მიღება ორი სახით არის შესაძლებელი, ფულადი სახით ან გატარებული ენერგომატარებლების გარკვეული პროცენტულობით) ბრიქსის განვითარების პარალელურად მათ ენერგომატარებლების ტრანსპორტირების ახალი მარშრუტები ან არსებული მარშრუტების განვითარება დასჭირდებათ, ჩვენი ადგილმდებარეობის გამო, საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი, გახდეს ბრიქსის სატრანზიტო ქვაკუთხედი, აქვე შეგახსენებთ, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, რაც საქართველოს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის!
ასევე საინტერესოა, რომ საქართველოს ორი მეზობელი სახელმწიფო, ბრიქსში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნები არიან (თურქეთი აზერბაიჯანი) დიდი ალბათობით აღნიშნულ გაერთიანებაში ასევე გაწევრიანდება სომხეთი (სომხეთის პრემიერი ყაზანში გამართულ ბრიქსს სამიტს დაესწრო) თუ უახლოეს მომავალში მივიღებთ რეალობას, რომ საქართველოს ყველა პირდაპირი და არაპირდაპირი მეზობელი ბრიქსში გაწევრიანდება, დღის წესრიგში აუცილებლად დადგება საქართველოს გაწევრიანების საკითხი, ბრიქსი საქართველოსთვის საინტერესო პერსპექტივა არის, რომელსაც სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ
ფაქტია დღეს ჩვენ, მსოფლიოს გადანაწილების მომსწრე ვართ, მსოფლიო ეკონომიკა ახლებურად ლაგდება, მალე მსოფლიო ახალი დღის წესრიგი იქნება, საქართველოს ვალდებულებაა ფეხი აუწყოს ახალ მსოფლიოს, იმოქმედოს პრაგმატულად,
ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და მოქნილი პოლიტიკით, მსოფლიოს მნიშვნელოვანი მონაწილე გახდეს!
დღევანდელი მოცემულობით, ბრიქსი არის მზარდი ორგანიზაცია, რომელიც კონკურენციას უწევს და რიგი ეკონომიკური პარამეტრებით უსწრებს ისეთ გაერთიანებას როგორიც არის დიდი შვიდეული. მართალია ბრიქსი წმინდა ეკონომიკური გაერთიანება არის, მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ მას აქვს დიდი სამხედრო პოტენციალი, მოსახლეობის მიხედვით კი, რაც პარალელურად დიდ ბაზარს და ეკონომიკურ პერსპექტივას ნიშნავს, ბრიქსის მოსახლეობა თითქმის 4 მილიარდს შეადგენს, შედარებისთვის ევროკავშირს მხოლოდ 500 მილიონიანი ბაზარი აქვს.
სტატიის ავტორი: ექსპერტი დავით ჩიხელიძე