„არსის“ დირექტორი – ბიზნესს, 2000-ზე მეტ კომპანიას, მათ შორის ჩვენს კომპანიასაც დაფიქსირებული გვაქვს, რომ მნიშვნელოვანია სასწრაფოდ დეესკალაცია

ბიზნესს, 2000-ზე მეტ კომპანიას, მათ შორის ჩვენს კომპანიასაც დაფიქსირებული გვაქვს, რომ მნიშვნელოვანია სასწრაფოდ დეესკალაცია – ამისთვის მოთხოვნილი გვაქვს ვადამდელი არჩევნები და პატიმრების გამოშვება, – ამის შესახებ „არსის“ დირექტორმა ბესო ორთოიძემ ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამდე განაცხადა.

მისი თქმით, მოლოდინი აქვს, რომ ბიზნესსექტორი პრემიერისგან პასუხებს მიიღებს.

„ბიზნესს, 2000-ზე მეტ კომპანიას, მათ შორის ჩვენს კომპანიასაც დაფიქსირებული გვაქვს, რომ მნიშვნელოვანია სასწრაფოდ დეესკალაცია. ამისთვის მოთხოვნილი გვაქვს ვადამდელი არჩევნები და პატიმრების გამოშვება. მოვუსმენთ და ალბათ, მათგანაც მივიღებთ პასუხს“, – განაცხადა ბესო ორთოიძემ.

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ხვდება.