აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ 2025 წლის 20 იანვარს მისი ინაუგურაციის შემდეგ დაიწყებს ამერიკის ისტორიაში დეპორტაციის ყველაზე მასშტაბურ ოპერაციას. ინფორმაციას New York Post ავრცელებს.
“ოვალურ კაბინეტში ჩემს პირველივე დღეს, მე მოვაწერ ხელს ისტორიულ აღმასრულებელ ბრძანებებს, რათა დავკეტოთ ჩვენი საზღვრები არალეგალური მიგრანტებისთვის და შევაჩეროთ ჩვენს ქვეყანაში შემოჭრა.
და იმავე დღეს ჩვენ დავიწყებთ ყველაზე დიდ დეპორტაციის ოპერაციას ამერიკის ისტორიაში, იმაზე დიდს, ვიდრე ეს პრეზიდენტი დუაიტ ეიზენჰაუერის დროს იყო,” – განაცხადა ტრამპმა.
გამოცემა იხსენებს, რომ 2024 წლის წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში ტრამპი პირობას დებდა, რომ შეერთებულ შტატებში მცხოვრები არალეგალური მიგრანტების მასობრივი დეპორტაციის კამპანიის განახორციელებდა.