“გავიგე, რომ პროტესტია ქუჩაში, მაგრამ მე რა შუაში ვარ?! ვისაც ეპროტესტება გააპროტესტოს და მე მემღერება და ვიმღერებ”, – ამ საკითხზე ეკა კვალიაშვილმა გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ ისაუბრა.
,,არაფერს არ ვაპროტესტებ და კონცერტებშიც მივიღებ მონაწილეობას, რომ ყვირიან არ გამოხვიდეთო, რატომ არ უნდა გამოვიდე კონცერტზე?
გავიგე, რომ პროტესტია ქუჩაში, მაგრამ მე რა შუაში ვარ? ვისაც ეპროტესტება გააპროტესტოს და მე მემღერება და ვიმღერებ…
ჩვენ იმხელა ტრადიციები და ისტორია გვაქვს, იქით გვეხვეწონ, ვისზე რა გვაქვს შესახვეწი!
თუ რუსთაველზე ხორუმის ცეკვა და ხორუმით მისვლა შეიძლება პარლამენტთან, ბავშვებისთვის სიმღერა რატომ არ შეიძლება ახალ წელს, ამაზე პასუხი გამცეს ვინმემ…“, – ამბობს ეკა კვალიაშვილი.