ზურაბიშვილმა წასვლის წინ ჯგუფური ძალადობისთვის სასჯელმისჯილი ძმები, რეზო და ფირუზ წულუკიძეები შეიწყალა – მათ ციხე უკვე დატოვეს

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშცილმა ძმები, რეზო და ფირუზ წულუკიძეები შეიწყალა. ინფორმაციას ოჯახი ადასტურებს. არსებული ინფორმაციით, წულუკიძეებმა საპატიმრო დაწესებულება უკვე დატოვეს.

ძმები ფირუზ და რევაზ წულუკიძეები 2021 წლის 15 აპრილს, გუმათში, ნამოხვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობის შემდეგ დააკავეს. მათ ჯგუფურ ძალადობას ედავებოდნენ.

რეზო და ფირუზ წულუკიძეებს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი.

დღეს, 23 დეკემბერს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 9 პირი შეიწყალა.