600-მდე ტესტის პასუხებს ელოდებიან დღეს ახმეტის მუნიციპალიტეტში. სოფელ მატანის შესასვლელ-გასასვლელს სამართალდამცველები მთელი ღამის განმავლობაში აკონტროლებდნენ – ტარდებოდა თერმოსკრინინგი.
ამ დროის მონაცემებით, ლაგოდეხში, ველისციხესა და მატანში დაინფიცირების 24 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან ნახევარი ე.წ. ქორწილის კლასტერია. დაინფიცირებულთა შორის არის ორი ბავშვი.
გურიაში კი ამ დროისთვის 26 კოვიდინფიცირებული ჰყავთ. ბოლო ოთხი შემთხვევა
ბათუმში მოგზაურობისა და ქორწილში ყოფნის ისტორიის მქონე პედაგოგებს უკავშირდება.
რეგიონში ეპიდკვლევა გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ქუთაისში, კლინიკა “ბომონდში” გვიან ღამით აჭარის ხანდაზმულთა პანსიონატიდან 4 ბენეფიციარი გადაიყვანეს. კლინიკის ინფორმაციით, მათ კორონავირუსი დადასტურებული აქვთ. სულ საავადმყოფოში 22- კოვიდ დადებითიანი მკურნალობს. მათ შორის არის 11 ბავშვი და ორსული ქალი.
სტაციონარში მოთავსებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
“რუსთავი2”