ტრამპს სურს მშვიდობა, რომელიც იქნება სამართლიანი, რეგიონში მშვიდობა მისი საერთაშორისო დღის წესრიგის უპირველესი პრიორიტეტია, – ამის შესახებ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში კით კელოგმა „ფოქს ბიზნესის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.
ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი არ აპირებს მინსკის შეთანხმების მსგავსი პროცესში შესვლას.
„პრეზიდენტი ამ გზით არ წავა. ტრამპი აცნობიერებს იმ ურთიერთობების მნიშვნელობას, რომელიც მას აქვს მოკავშირეებთან და ასევე, ვლადიმერ პუტინთანაც. ის გახლავთ ადამიანი, რომელსაც ამის დასრულება შეუძლია და მე მჯერა რომ ის ამას გააკეთებს“, – დასძინა კელოგმა.