დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა მიანიშნა, რომ დასავლეთ უკრაინაში, შესაძლოა, ბრიტანული ძალები განთავსდნენ, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალების მომზადებას შეუწყონ ხელი.
The Times-ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას სტარმერი დათანხმდა უკრაინელი ჯარისკაცების მომზადების წინადადებას.
უკვე 51000-მდე უკრაინელი ჯარისკაცი გაწვრთნილ იქნა დიდ ბრიტანეთში ოპერაცია „ინტერფლექსის“ ფარგლებში. თუმცა, როგორც The Times წერს, ბრიტანეთში სამხედრო პერსონალის გაგზავნა „მრავალეტაპიან საფეხურს“ გულისხმობს.
ამასთან, როგორც უკრაინული მედია წერს, დასავლეთ უკრაინაში საწვრთნელი ბაზები ასობით მილის მანძილზეა ფრონტის ხაზიდან.