“მასონებმა სააკაშვილი საქართველოში ისტორიული ინტელექტისა და გონის წასაშლელად შემოაგდეს”- კობა არაბული

„ის, რაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა და რასაც აკეთებს, არის შეუძლებლის შესაძლებლად ქცევა”, – ამის შესახებ მწერალი, ეთნოკულტურის მკვლევარი, კობა არაბული გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში საუბრობს.

 

მისივე თქმით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, მორალის არ მქონდე ადამიანების დახმარებით, ჰიბრიდული ბრძოლის ხერხითა და ფსიქოლოგიური ტერორით, მეცნიერთა მთელი თაობის ბლოკირება შეძლო.

„დადგა მკვლელთა ტერორისტული სექტისგან პოლიტიკური და ეროვნული სივრცის გაწმენდის დრო, მოსაგებია ომის მეორე ფაზა. სამწუხაროდ, შემოგდებული 9-წლიანი კოჰაბიტაციური ზავის პირობებში სააკაშვილის კლონებისა და კლანების განდევნა შეუძლებელი გახდა. მათ ამ პერიოდში სახელმწიფოს აუნაზღაურებელი პოლიტიკური და ეკონომიკური ზიანი მიაყენეს. იყო რამდენიმე გადატრიალების მცდელობა, ადგილი ჰქონდა ინსტრუქციის, ცილისწამების, დასმენის, დივერსიის არაერთ გამოვლინებას. “ნაცებმა” და მათმა “გამონაყოფმა” არასამთავრობოებმა, ტელევიზიებმა და სატელიტმა პარტიებმა შეძლეს ერის ზნეობრივი სივრცის ვულგარიზაცია, კულტურისა და ტრადიციების დისკრედიტირება, თაობათა ზომბირება, ნარკომანიისა და ამორალური ლიბერალიზმის დამკვიდრება. აი, ამ ყველაფერს უნდა დაესვას წერტილი 2020 წლის ოქტომბერში. წინათ ორი ხევსური ძმა მხედრულად ერთ მტერს არ შეებრძოლებოდა – ერთზე ორის მისვლა სირცხვილად ითვლებოდა. ახლა ამათ მორალს დააკვირდით – ყველა ერთის შესაჭმელად გიენებივითაა მომართული. არცერთი ხმა ნაცისტ ბარბაროსებს. რაც შეეხება სააკაშვილს, იგი – როგორც კორონა, პოლიტიკური მიზნებით არის შემოგდებული ქვეყანაში.

ცივილიზაციის მკვლევარნი: ჰეგელი, რენე, გენონი და სხვანი მიიჩნევდნენ, რომ უძველესი ცივილიზაციები ტიბეტში, შუმერეთში, ეგვიპტე-ბაბილონსა და კავკასიაში იშვა. ბლუმენ-ბახი პირდაპირ ასაბუთებდა, რომ ანთროპოლოგიურად თეთრი რასა და მისი კულტურა კავკასიიდან მოდის. მასონებმა ეს ძალიან კარგად იციან და სააკაშვილი საქართველოში სწორედ ამ ისტორიული ინტელექტისა და გონის წასაშლელად შემოაგდეს. შემოაგდეს და, ჯერჯერობით, ხელიდან არ უშვებენ.

ჩემი ღრმა რწმენით, მასონთა სფინქსებმა, გლობალური მსოფლიოს შემქმნელმა სატანურმა კასტებმა კორონაც მსოფლიო უხუცესთა საკრალური გონის დასათრგუნად შექმნეს – “უფროსი თაობის ბოლომდე ჩასარეცხად”.

მასონურ სფინქსს არ სჭირდება ისტორიული კულტურები, ის ქმნის ცივილიზაციის ახალ მოდელს, რომელსაც ხელს უშლის ძველი რელიგიები.

ამიტომაც “ჩარეცხა” და გაუხეთქა გულები სააკაშვილმა ჩვენი დროის საამაყო შვილებს, ტერორსა და რეპრესიებში მოაყოლა ქართველი მეცნიერები, ცნობილი ხელოვანები და მწერლები. მხოლოდ უნიტაზის მწერლობა, ქუჩის ხუნეიბინები, უზნეო, უმორალო ტელეჟურნალისტები და არასამთავრობოები დატოვა და წააქეზა ფინანსურად. ისინი ახლაც იღებენ სუბსიდიებს მამუკა ხაზარაძისა და მისი მსგავსი მონებისგან.

სააკაშვილმა, სწორედ ხაძარაძისნაირი უმორალო ადამიანების დახმარებით, ჰიბრიდული ბრძოლის ხერხით, სისხლიანი ძალადობითა და ფსიქოლოგიური ტერორით შეძლო კულტურის ქურუმთა და მეცნიერთა მთელი თაობის ბლოკირება და ეს შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება ჯერაც არ დასრულებულა.

დღეს ამ პოლიტიკას სააკაშვილის ფინიები აგრძელებენ – სააკაშვილისა და ყველასი, მის ირგვლივ არის შემოკრებილი საზოგადოების ჰიბრიდული, კომპლექსური მკვლელია, ელიტური ნაწილის ფიზიკური და მორალური დამაქცევარი, ახალი თაობის მაზომბირებელი, გამომთაყვანებელი, შუა თაობის უსაქმოდ, უფუნქციოდ, სახტად დამტოვებელი და ქვეყნის ტერიტორიული სივრცის, ანუ საზღვრის დამშლელი.

რომ არა ივანიშვილის ფენომენი, საქართველოდან აღარაფერი დარჩებოდა. მე ვთვლი და ასე ფიქრობს ქართველი ხალხის უმრავლესობა, რაც ივანიშვილმა გააკეთა და რასაც აკეთებს, ეს არის შეუძლებლის შესაძლებლად ქცევა”, – განაცხადა არაბულმა.

წყარო: “ასავალ-დასავალი”