„არანაირ ხელახალ არჩევნებზე საუბარი არ მოხდება, ვინაიდან ეს არჩევნები შედგა“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილს განცხადებას, რომ შეიქმნება საბჭო, რომლის მანდატიც იქნება ახალი არჩევნების მომზადება.
„აგრძელებენ რაღაც შოუების დადგმას, სახლობანას, შტაბობანას თამაშს. პარალელური პარლამენტიო, მანამდე საუბრობდნენ, ახლა რაღაც საბჭოო, ჩვენ ჩავნიშნოთ არჩევნებიო. აბსურდში არიან და ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია. არანაირ ხელახალ არჩევნებზე საუბარი არ მოხდება, ვინაიდან ეს არჩევნები შედგა, იყო კონკურენტული როგორც ეუთო/ოდირმა დაადასტურა“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.