ვლადიკავკაზში სავაჭრო ცენტრში აფეთქება მოხდა. რუსული მედიის ინფორმაციით, დაღუპულია ერთი ადამიანი.
„დაღუპულია სულ მცირე ერთი ადამიანი “, – აცხადებენ ოპერატიულ სამსახურში.
უფრო კონკრეტულად კი, როგორც რუსული მედია წერს, დაღუპული ქალია, რომელიც აფეთქების დროს შენობაში იმყოფებოდა.
ოპერატიულ სამსახურებში ასევე აცხადებენ, რომ გარდა მსხვერპლისა, დაშავებული არიან სავაჭრო ცენტრის თანამშრომლები.