ყაზახეთში Azerbaijan Airlines სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

ყაზახეთის ქალაქ აქტაუსთან სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.

„აზერბაიჯანის ავიახაზები“

წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავი ავიაკომპანია Azerbaijan Airlines, ეკუთვნოდა დ ამის ბორტზე 76 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა.

თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ ადგილზე ხანძარი გაჩნდა. ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

თვითმფრინავი ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა, მაგრამ ძლიერი ნისლის გამო ის ჯერ მახაჩყალაში, შემდეგ კი აქტაუში გადაამისამართეს.