სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვს უკრაინის კრიზისის მარტივად მოგვარების ილუზია არ აქვს

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვს კიევში კონფლიქტის მარტივად მოგვარების ილუზია არ აქვს. ამის შესახებ ლავროვმა Rossiya 1- ის გადაცემაში „60 წუთი“ განაცხადა.

საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი

ლავრომა აღნიშნა, რომ მოსკოვს ასეთი ილუზია არასოდეს ჰქონია.

„ჩვენ არ გვქონია და არ გვაქვს ილუზია უკრაინის კრიზისის მარტივად მოგვარების პერსპექტივის შესახებ, რადგან ყველა არა ანგაჟირებულმა დამკვირვებელმა დიდი ხანია იცის, რომ ეს შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ ევროპაში საიმედო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ შეთანხმებების კონტექსტში“, – აცხადებს ლავროვი.