სააკაშვილი – მთელი ინტელექტი აქეთ მხარე არის, იქით დარჩა კუნთები, კალაძემ რომ მიიყვანა 50 წლის პატარა ბავშვუკები საშობაო სოფლის გახსნაზე – ვერ შეძლეს ნაძვის ხის საზეიმო ანთება, ვერც სოფლის გახსნა

მთელი ინტელექტი აქეთ მხარე არის, იქით დარჩა კუნთები, კალაძემ რომ მიიყვანა 50 წლის პატარა ბავშვუკები საშობაო სოფლის გახსნაზე-ვერ შეძლეს ნაძვის ხის საზეიმო ანთება, ვერც სოფლის გახსნა,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესზე, „ვივამედიდან“ ჩართვისას განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილი - მთელი ინტელექტი აქეთ მხარე არის, იქით დარჩა კუნთები, კალაძემ რომ მიიყვანა 50 წლის პატარა ბავშვუკები საშობაო სოფლის გახსნაზე - ვერ შეძლეს ნაძვის ხის საზეიმო ანთება, ვერც სოფლის გახსნა

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი ვერ ხვდება, რომ „მას კიდევ აქვს შანსი არ მოხდეს მისი აკვარიუმის დათვალიერება“.

„პოლიტიკური გამოსავალი ყოველთვის არსებობს პოლიტიკოსებისთვის. მე არც ფული მქონდა, არც დანაშაული მქონდა ჩადენილი და თამამად მივდიოდი არჩევნებზე. ამათ, იმდენი დანაშაული აქვთ ჩადენილი, იმედნი ფული აქვთ მოპარული, მართლა სერიოზულად ჰგონიათ რომ მოლაპარაკებებზე წამოვლენ. კარგად დაიმახსოვრეთ, საქართველოში თავისუფალი არჩევნები ძალიან მალე ჩატარდება. სანამ ქართველი ხალხი არ შევა და არ დაათვალიერებს ივანიშვილის აკვარიუმს, ისე როგორც სირიელმა ხალხმა დაათვალიერა ასადის სასახლე, არანაირი თავისუფალი არჩევნები არ იქნება. ეს დრო მალე მოვა. ივანიშვილი ვერ ხვდება, რომ მას კიდევ აქვს შანსი არ მოხდეს მისი აკვარიუმის დათვალიერება. მას ჰგონია, რა მოხდა, ივლიან, დაიღლებიან, მოისყიდის, დაქანცავს. მათ მხარეს ინტელექტი არ არის. უკან რაც მიკიდია, {კედელზე}, არის უნივერსიტეტის დიპლომების ნაწილი. მაშინ მე ვიყავი განსაკუთრებული, რომ ბევრი დიპლომი მქონდა, იშვიათად, ცოტა ვიყავით. ახლა პრაქტიკულად ყოველ მეორე ქართველს აქ მიღებული განათლება. მთელი ინტელექტი აქეთ მხარე არის, იქით დარჩა კუნთები, კალაძემ რომ მიიყვანა 50 წლის პატარა ბავშვუკები საშობაო სოფლის გახსნაზე. ამიტომ, სიტუაცია მარტივია, ვერ შეძლეს ნაძვის ხის საზეიმო ანთება, ვერც სოფლის გახსნა. ხალხი არ ჰყავთ, როგორც წესი მაფიოზები არიან მშიშარები“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

გარდა ამისა, სააკაშვილის თქმით, ხელისუფლება ახლა ცდილობს ქვეყანა 90-იან წლებში დააბრუნოს ქვეყანა.

„საუკუნის ანეკდოტია, რომ მიტინგის დაშლაზე მასამართლებენ. ეს თვითმარქვია ხელისუფლება მე მასამართლებს მიტინგის დაშლაზე…ცდილობენ საქართველო დააბრუნონ იქ, საიდანაც გამოვათრიე კბილებით. „გაგების“ საქართველოში ცდილობენ დააბრუნონ, „ჩაცუცქვების“ საქართველოში ცდილობენ დააბრუნონ, „შევარდნების“ და ნიღბიანების საქართველოში ცდილობენ დააბრუნონ. იცით, რატომ ვზივარ ციხეში? სწორედ იმის გამო რომ იქიდან გამოგიყვანეთ! იცით, რატომ მათრიეს კლანის ციხეში იატაკზე, კრიმინალების ღრიანცელის და ფურთხება-ფურთხების ქვეშ? იმიტომ, რომ მაშინ გამოგათრიეთ კრიმინალიდან ჩემს თავდადებულ გუნდთან ერთად. მე დარწმუნებული ვარ, რომ იქ, უკან მაინც ვერ შეგვიყვანენ იმიტომ, რომ ჩვენ ნანახი გვაქვს სხვა ცხოვრება. კი, ძალიან დიდი უსამართლობა ხდება, სასამართლო პროცესი არის ამის ნათელი მაგალითი, ჩემი სოლიდარობა ყველა პოლიტიკურ პატიმარს, ძალიან მიყვარს ეს ხალხი და ვდგავარ მათ გვერდზე. მე მინდა არ დაივიწყოთ ისიც, რომ ჩემ მიმართ საქმეები 1 000%-ით არის შეთხზული, თითიდან გამოწოვილი და ჩვეულებრივ, რუსეთის FSB-ეს დერეფნებში შექმნილი და ძალიან გთხოვთ, ნუ მიაფუჩეჩებთ ხოლმე სხვათა შორის, რომ „სააკაშვილი, აი, როდისღაც იქნება“. მეც ცოცხალი ადამიანი ვარ, მეც მჭირდება სამართლიანობა და სიმართლის მოპოვება. სამ წელიწადზე მეტია არ მინახავს ცა, მზე, არ ჩამისუნთქავს ჰაერი, რისი გულისთვის?! რა გავაკეთე იმისთვის, რომ ასე ვისჯებოდე და კიდევ უნდათ, რომ სამუდამო პატიმრობა მომისაჯონ. მათ უნდათ, რომ პატიმრობაში ჰყავდეთ მთელი საქართველო, მე არ ვარ გამონაკლისი“,-განაცხადა სააკაშვილმა.