ზურაბიშვილი „ქალების მარშს“ – ქალები ძალიან დიდ იმედს წარმოადგენენ ქვეყნის დღევანდელი დღისთვის, მომავლისთვის და თავისუფალი საქართველოსთვის

საქართველოს პრეზიდენტი ორბელიანების სასახლესთან “ქალების მარშის” მონაწილეებთან შესახვედრად გამოვიდა და სიტყვით მიმართა.

სალომე ზურაბიშვილი „ქალების მარშს“ - ქალები ძალიან დიდ იმედს წარმოადგენენ ქვეყნის დღევანდელი დღისთვის, მომავლისთვის და თავისუფალი საქართველოსთვის

„ქალები არიან ყველაზე მაგრები ამ ქვეყანაში, ძალიან დიდ იმედს წარმოადგენენ ამ ქვეყნის დღევანდელი დღისთვის, მომავლისთვის და თავისუფალი საქართველოსთვისაც”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ორბელიანების სასახლესთან „ქალები მარშის” მონაწილეები მსვლელობით მივიდნენ.

ისინი რამდენიმე წუთის განმავლობაში ორბელიანების სასახლესთან სკანდირებდნენ: „სალომე, სალომე”, რის შემდეგაც პრეზიდენტი მათთან შესახვედრად გამოვიდა.

პრეზიდენტს მოქალაქეები მხარდაჭერის ნიშნად ხელს ართმევენ და სკანდირებენ „სალომე, სალომე”.