რუსეთმა ცხინვალთან ე.წ. საზღვარი გახსნა

რუსეთმა ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონთან ე.წ. საზღვარი გახსნა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, ე.წ. „საზღვრის“ გახსნის შესახებ ბრძანებას ხელი რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა მოაწერა.

ცნობისათვის, რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის ე.წ. საზღვარი კორონავირუსის პანდემიის გამო 13 აპრილს ჩაიკეტა.

“აიპიენი”