55 წლის ასაკში გარდაიცვალა პოლიტიკოსი ბაჩუკი ქარდავა. ინფორმაციას ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
არსებული ცნობით, მას ბოლო დროს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა.
ბაჩუკი ქარდავა 1991 წლიდან ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო, 2003 წლიდან კი პარტიის თავმჯდომარე.
ის იყო მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი.