როგორც ირკვევა, პრეზიდენტის ათონელის სასახლეში გამაგრების წინააღმდეგნი არიან საპროტესტო აქციის მონაწილეებიც. ერთ-ერთი ორგანიზატორი დოდი ხარხელი სოციალურ ქსელში წერს, რომ ის პრეზიდენტ ზურაბიშვილს ფიზიკურად ვერ დაიცავს.
„მე ნაღდად ვერ დავიცავ პრეზიდენტს ფიზიკურად, რადგან საკუთარი თავიც ვერ დამიცვია. ისევე, როგორც ვერ დაიცავენ მას პარტიები, მათ შორის, ვერც ვაშაძის დაცვა. ვერ ვხვდები, ვის სჭირდება იმ კადრების ნახვა, როგორ უკივის ანა დოლიძე შავრაზმელებს ruseboooo და ამის ფონზე ომონი როგორ „წმენდს“ სასახლეს.
ამ კადრებით უფრო მეტად გავბრაზდებით, ვიდრე 500 ადამიანის წამებაზე? თუ „მუხტი“ გვაკლია და ეს აგვანთებს?
ეს იქნება სრულიად უღირსი, დამამცირებელი და უსუსურების მომგვრელი სანახაობა. ეს ცირკი არ არის საზოგადოების დაკვეთა. ამაზე შეიძლება მხოლოდ ქოცი გაერთოს.
სალომე ზურაბიშვილი ხომ ისედაც არ ცხოვრობს ფიზიკურად მანდ და პროტესტში თავისი ფუნქციის შესასრულებლად რამენაირად გამოინახება საოფისე ფართი ამ ქალაქში“, – წერს ხარხელი.