გორში 21 წლის ასაკის დააკავეს, რომელსაც არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედებაში ედება ბრალი. ამის თაობაზე დღეს მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა აღკვეთის ღონისძიების თაობაზე იმსჯელა.
ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. გამოძიების ვერსიით, ,,ბრალდებული ქალაქ გორში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში არასრულწლოვან გოგონას შეჰყვა. ტ.ც.-მ მის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება განახორციელა, რა დროსაც მოზარდმა მას წინააღმდეგობა გაუწია. ამის შემდეგ მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.”- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
აღნიშნული მუხლი გულისხმობს სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება არასრულწლოვნის მიმართ – ისჯება 6 – დან 9 წლამდე.