კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მომავალმა თანახელმძღვანელმა, ილონ მასკმა კანადის პრემიერ-მინისტრს ჯასტინ ტრუდოს გოგონათი მიმართა.
„გოგონი, შენ კანადის გუბერნატორი აღარ ხარ, შესაბამისად, აზრი არ აქვს, რას იტყვი“, – მიმართა მასკმა ტრუდოს X-ზე.
ინფორმაციისთვის, 7 იანვარს ტრუდომ დაწერა, რომ მცირეოდენი შანსიც კი არ არსებობს, რომ კანადა აშშ-ის ნაწილი გახდეს, როგორც ეს ტრამპს სურს.
მანამდე კი, როგორც ამერიკული მედია იტყობინებოდა, დონალდ ტრამპმა ჯასტინ ტრუდოსთან შეხვედრაზე ხუმრობით თქვა, რომ კანადა უნდა გახდეს აშშ-ის 51-ე შტატი.