ტრამპმა გამოაქვეყნა აშშ-ის რუკები, სადაც კანადა ამერიკის ნაწილია

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა რუკები, სადაც ჩანს, რომ კანადა აშშ-ის ნაწილია.

დონალდ ტრამპი

ერთ-ერთ პოსტში ტრამპმა შეერთებული შტატებისა და კანადის რუკა გამოაქვეყნა, სადაც ქვეყნები ერთ ფერშია გამოსახული და მასზე დატანილია წარწერა – „ამერიკის შეერთებული შტატები“, მეორე პოსტში კი მან აშშ-ის დროშით დაფარული რუკა გამოაქვეყნა და დაწერა: „ოჰ, კანადა“.