ნიკოლ ფაშინიანი ალიევის განცხადებაზე: შესაძლოა, ბაქო რეგიონში ესკალაციის „ლეგიტიმაციას“ ცდილობს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც „სომხეთი რეალურად საფრთხის წყაროა რეგიონისთვის, დამოუკიდებელი სომხური სახელმწიფო, ფაქტობრივად, ფაშისტური სახელმწიფოა და უნდა განადგურდეს“.

ნიკოლ ფაშინიანი

„შესაძლოა, ბაქო ცდილობს შექმნას „ლეგიტიმაცია“ რეგიონში ესკალაციისთვის. აგრესიული განცხადებები კეთდება იმ მოლოდინით, რომ ერევნის მხრიდან აგრესიული რეაგირება მოხდება, რაც ბაქოს საშუალებას მისცემს გააკეთოს უფრო აგრესიული განცხადებები გააკეთოს.

ჩვენ არ წავალთ ამ გზაზე და დავრჩებით მშვიდობის სტრატეგიის ერთგული და თანმიმდევრულად გავაგრძელებთ სამშვიდობო დღის წესრიგის განხორციელებას. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გამოვიყენებთ დიალოგის ენას და არა აგრესიას.

გავაგრძელებთ ფოკუსირებას დემარკაციაზე, სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტის შეთანხმებაზე, „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტის განხორციელებაზე, ჰუმანიტარულ საკითხებზე, მათ შორის დაკარგულთა ბედის გარკვევის პრობლემებზე“, – აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი.