აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტობისთვის ხუთი კანდიდატი იბრძოლებს.
როგორც რუსული მედია წერს, „პრეზიდენტობის“ კანდიდატები არიან ბადრა გუნბა, ოლეგ ბარციცი, ადგურ არძინბა, რობერტ არშბა და ადგურ ხურხუმალი.
„რეგისტრაციის ბოლო დღეს, 6 იანვარს, ჩვენ დავარეგისტრირეთ ხუთი საინიციატივო ჯგუფი, შემდეგ კი 10 დღის განმავლობაში მოხდება საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაცია“, – განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა.
ოკუპირებულ რეგიონში „ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები“ 15 თებერვალს გაიმართება.
ინფორმაციისთვის, ასლან ბჟანია 19 ნოემბერს ოკუპირებულ სოხუმში ოპოზიციის ოთხდღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ გადადგა.