კომპანია NATIA X LAKO-ს წარმომადგენელმა ლაკო ბუკიამ რუსულ ბაზარზე მისი კომპანიის ოპერირების თემაზე „ქრონიკის“ კითხვას არ უპასუხა.
„თქვენ არ გაქვთ უფლება. მე „ტვ იმედს“ არ ვპასუხობ შეკითხვებზე”, – განუცხადა მან სატელეფონო საუბრისას „ქრონიკას“.
მმართველი გუნდში იმ მეწარმეების ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ, რომლებიც საკუთარ პროდუქციას რუსეთში ყიდიან, პარალელურად კი ხელისუფლების პრორუსულობაზე საუბრობენ და საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეებიც არიან. მათ შორის არიან ნათია და ლაკო ბუკიები.