კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მომავალი თანახელმძღვანელი, ილონ მასკი დემოკრატიისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.
„მე ვერ ვხედავ ამაში საფრთხეს დემოკრატიისთვის. ილონ მასკი ძალიან ცნობილი და მდიდარი ადამიანია, რომელიც საკუთარ იდეებს ამუშავებს“, – თქვა მელონიმ.
იტალიის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, დემოკრატიას საფრთხეს არა მასკი, არამედ ჯორჯ სოროსი უქმნის, რომელიც რესურსებს პარტიების, ასოციაციებისა და პოლიტიკოსების დასაფინანსებლად იყენებს, რითაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებსა და სუვერენიტეტში ერევა.