რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან შესახვედრად წინაპირობების გარეშე მზად არის, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
„პრეზიდენტ პუტინს არაერთხელ უთქვამს, რომ ის საერთაშორისო ლიდერებთან, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტთან და მათ შორის დონალდ ტრამპთან შესახვედრად ღიაა. ამისთვის არავითარი პირობები საჭირო არ არის. საჭიროა ორმხრივი სურვილი და პოლიტიკური ნება დიალოგის საწარმოებლად და არსებული პრობლემების დიალოგის მეშვეობით გადასაჭრელად“, – თქვა პესკოვმა.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მისი გუნდი პუტინთან შეხვედრას ამზადებს.