ლოს-ანჯელესში 180 000-მდე ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გაცემულია. ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ხანძარი მძვინვარებს, – აღნიშნულის შესახებ BBC-ი იტყობინება.
მედიასაშუალების ცნობით, ლოს-ანჯელესში ხანძრის, სულ მცირე, 5 კერაა.
Palisades – თითქმის 20000 ჰექტარი
Eaton – 14,000 ჰექტარი.
Hearst – 800 ჰექტარი. მეხანძრეები ამ ზონაზე გარკვეულ პროგრესს აღწევენ.
Lydia Fire – თითქმის 400 ჰექტარი.
Kennett – 960 ჰექტარი.
ხანძრის შედეგად 10 000 -ზე მეტი შენობა-ნაგებობა განადგურდა, ხოლო 60 000-ს საფრთხე ემუქრება. წინასწარი შეფასებით, მთლიანმა ზარალმა, შესაძლოა, 150 მილიარდი დოლარი შეადგინოს.
ხანძრის შედეგად დაღუპულია 10 ადამიანი.