კომპანია Meta-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა ჯო როგანთან პოდკასტში ფაქტების გადამოწმების პროგრამა ჯორჯ ორუელის „1984“-ს შეადარა.
„ვფიქრობ, ხალხი უბრალოდ გრძნობდა, რომ ფაქტჩეკერები ზედმეტად მიკერძოებულნი იყვნენ“, – განაცხადა მარკ ცუკერბერგმა.
„ასე რომ, ვფიქრობ, ამ ყველაფრის შემდეგ, ეს არის რაღაც ისეთი, როგორიც არის „1984“. ეს ანგრევს ნდობას, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებში“, – აღნიშნა მან.
კომპანია Meta-მ სამშაბათს ფაქტების გადამოწმების პროგრამას შეწყვიტა და თავის პლატფორმებზე, Facebook-სა და Instagram-ზე სიტყვის თავისუფლებაზე დაწესებული შეზღუდვები გააუქმა.
ფაქტების შემოწმების პროგრამა Meta-მ 2016 წელს აშშ-ის არჩევნების შემდეგ შემოიღო და კონტენტის მართვისა და დეზინფორმაციის საწინააღმდეგოდ გამოიყენებოდა. თუმცა, მოგვიანებით, კომპანიის მესვეურებმა განაცხადეს, რომ ეს სისტემა „პოლიტიკური ზეწოლის“ გამო შემოიღეს და ის ძალიან შორს წავიდა.