სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში რობერტ ფიცოს საწინააღმდეგო აქცია ჩატარდა.
როგორც “როიტერსი” წერს, ისინი პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს “პრორუსობაში” ადანაშაულებენ.
მომიტინგეები სლოვაკეთისა და ევროკავშირის დროშებს აფრიალებდნენ და ეჭირათ ბანერები წარწერებით: “სლოვაკეთი უკრაინის გვერდით” , “კმარა რუსეთი!” , “სირცხვილია”.
“სლოვაკეთი ევროპაა, ჩვენ არ ვართ რუსეთი”, – განაცხადა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მედიასთან.