აშშ-მა „გაზპრომ ნეფტის“ და „სურგუტნეფტეგაზის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა

აშშ-ის მოქმედმა ადმინისტრაციამ რუსეთის ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციები დაუწესდა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობის კონცერნს – „გაზპრომ ნეფტსა“ და „სურგუტნეფტეგაზს“. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო

„შავ სიაში“ შეყვანილია „გაზპრომ ნეფტის“ შვილობილი კომპანიებიც, ასევე „როსნეფტეფლოტი“, რომელიც „როსნეფტის“ შვილობილი სტრუქტურაა. შეზღუდვები დაუწესდა აგრეთვე სადაზღვევო კომპანიებს, „იგნოსტრახს“ და „ალფასტრახოვანიეს“.

სანქციები ასევე შეეხება 183 გემს, რომელიც ე.წ. ჩრდილოვან ფლოტში შედის. ასევე სანქციები იმ პროექტების და ინფრასტრუქტურული ობიექტების წინააღმდეგ დაწესდა, რომლის მეშვეობით ბუნებრივი აირის გათხევადება ხდება.

ახალი სანქციების მეშვეობით აშშ-ის ადმინისტრაცია ცდილობს რუსეთის ენერგეტიკის ლოგისტიკას დარტყმა მიაყენოს, რათა კრემლის მიერ აწყობილი სისტემა დაასუსტოს. ამ გზით მიღებულ შემოსავალს რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს.