კომპანია „Meta“-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა ჯო როგანთან პოდკასტში განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უყვიროდა „მეტას“ თანამშრომლებს და ითხოვდა ცენზურას.
როგორც ცუკერბერგმა აღნიშნა, პლატფორმაზე გამოხატვის თავისუფლების შენარჩუნება რთული იყო, რადგან ბაიდენის ადმინისტრაცია კოვიდ პანდემიის ფონზე ზეწოლას ახორციელებდა.
„ვაქცინის პროგრამის გაშვების დროს, ბაიდენის ადმინისტრაცია მოითხოვდა ცენზურის დაწესებას ისეთ პოსტებზე, რომლებშიც კოვიდ ვაქცინის გვერდით მოვლენებზე იყო საუბარი“, – აღნიშნა Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.
ცუკერბერგმა, ასევე, ისაუბრა სამთავრობო ცენზურაზე.
მისი თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციიდან წარმომადგენლები რეკავდნენ „მეტას“ გუნდთან, ყვიროდნენ და იგინებოდნენ.
ცუკერბერგის განცხადებით, ეს დეტალები აღნიშნული და გამოქვეყნებულია კონგრესის მიერ ჩატარებული გამოძიების დოკუმენტებში.
ცუკერბერგის თქმით, კონფლიქტი მის კომპანიასა და მთავრობას შორის მივიდა იმ წერტილამდე, სადაც, მათ თქვეს, რომ ისინი არ წაშლიდნენ იმას, რაც სიმართლეა.