„უღირსი საქციელით, თავისი უღირსი განცხადებებით შეურაცხყოფა მიაყენა ყველაფერს რაც ქართულია“, – ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი საქართველოში მიხაილ როთის ვიზიტს.
მისი თქმით, ქართულ პოლიტიკაში ასეთი უხეში შემოჭრით, ყველანაირ ნორმას არღვევს.
„მოუწოდებს ხალხს, ისეთი ძალა გამოიყენონ, იქნებ როგორმე სისხლი დაიღვაროს ჩვენს ქვეყანაში. ასეთი უხეში შემოჭრით ქართულ პოლიტიკაში, ყველანაირ ნორმას არღვევს. უტიფრობის მწვერვალია, რასაც ის აკეთებს და რაც მთავარია საზოგადოებას ჯახისკენ წამოაბოდებს, რომ როგორმე იქნებ ეს საპროტესტო მუხტი რევოლუციურ ქმედებებში გადაიზარდოს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.