რადამ საომარი მდგომარეობა 2025 წლის 9 მაისამდე გაახანგრძლივა

უმაღლესმა რადამ უკრაინაში საომარი მდგომარეობა 2025 წლის 9 მაისამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ უკრაინის სახალხო დეპუტატი იაროსლავ ჟელეზნიაკი Telegram-ზე წერს.

უკრაინელი ჯარისკაცები

მისი თქმით, „უკრაინაში საომარი მდგომარეობის ვადის გაგრძელების შესახებ“ ქვეყნის პრეზიდენტის ბრძანებულების დამტკიცების შესახებ კანონპროექტს მხარი 315-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ქვეყანაში საომარი მდგომარეობა 8 თებერვლამდე იყო დაწესებული.

14 თებერვალს გახდა ცნობილი, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას წარუდგინა კანონპროექტები მობილიზაციისა და საომარი მდგომარეობის კიდევ 90 დღით გახანგრძლივების თაობაზე.