სააკაშვილი ქართველ მევენახეებს საქართველოს მთავრობის „შემდეგი ხელმძღვანელის სახელით“ მიმართავს

მიხეილ სააკაშვილი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი Faceebook-ზე აქვეყნებს კიევში, ვენახეში გადაღებულ ვიდეოს და ქართველ მევენახეებს საქართველოს მთავრობის „შემდეგი ხელმძღვანელის სახელით“ მიმართავს. ის აქცენტს ხელისუფლების მიერ მევენახეებისთვის სუბსიდირების ოდენობაზე აკეთებს და მიიჩნევს, რომ 30 თეთრი „უბრალოდ დაცინვაა“.

„ამიტომ მე მინდა გითხრათ და მე მინდა მოგმართოთ როგორც საქართველოს მთავრობის შემდეგმა ხელმძღვანელმა ჩემს კახელ ძვირფას ძმებს ყველა სხვა რეგიონებში საქართველოში, სადაც ეს პრობლემა დგას შეინახეთ ეს სერტიფიკატები, რომელსაც მოგცემენ და გარანტიას გაძლევთ რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, რაც ნამდვილად მოხდება, ოქტომბრის ბოლოს დამატებით მოგეცემათ კიდევ 80 თეთრი და 80 თეთრის ნაცვლად ყველანი აიღებთ 1.60 თეთრს. აი, ეს არის ჩემი კონკრეტული შემოთავაზება და მინდა გითხრათ, რომ ეს რა თქმა უნდა გაკეთდება იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ რომ ამ სფეროს სჭირდება განსაკუთრებული მხარდაჭერა იმიტომ, რომ ეს არის საქართველოსთვის სტრატეგიული. ძალიან დიდი ბაზარია ქართული ღვინის მთელს მსოფლიოში უბრალოდ თვალების გახელაა საჭირო და ახლა საჭიროა გადარჩენა ბოლომდე თითოეული მევენახის“, – ამბობს სააკაშვილი.

 

“იმედინიუსი”