დაბა მესტიაში სასტუმროს მეპატრონეები და ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი აქციას მართავს. მათ გზა აქვთ გადაკეტილი და სესხების შეჩერებას მოითხოვენ იქამდე სანამ სრულფასოვნად მუშაობის საშუალება არ მიეცემათ.
აქცია დაბა მესტიაში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. შეკრებილები ამბობენ, რომ ტურიზმის სფერო მათი ერთადერთი შემოსავალია და საბანკო ვალდებულებების შესრულებას პანდემიის გამო შექმნილი კრიზისის გამო ვერ ახერხებენ.
“რუსთავი2”