ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად მინიმუმ 20 პალესტინელი დაიღუპა და ათობით დაშავდა ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გამოცხადების შემდეგ, რომელიც 19 იანვარს ამოქმედდება. აღნიშნულის შესახებ თურქული მედია წერს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ განუცხადეს, ღაზას ქალაქ ალ-ნასრის მახლობლად მდებარე მდებარე საცხოვრებელ კორპუსზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაღუპულებს შორის ქალები და ბავშვები არიან.
ინფორმაციისთვის, 15 იანვარს ისრაელმა და „ჰამასმა“ ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.
ისრაელის მედიის თანახმად, „ჰამასი“ ადასტურებს, რომ „პასუხისმეგებლობით“ უპასუხა ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების წინადადებაზე.
შეთანხმება ითვალისწინებს ბრძოლის შეჩერებას ღაზის სექტორში, ასევე ისრაელიდან გატაცებული მძევლების და პალესტინელი პატიმრების ეტაპობრივ გათავისუფლებას.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 19 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.
ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. მისი თქმით, შეთანხმება შესაძლებელს გახდის ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების დასრულებას, მშვიდობიანი პალესტინელებისთვის საჭირო ჰუმანიტარული დახმარების გაზრდასა და მძევლების ოჯახებში დაბრუნებას.
ისრაელსა და „ჰამასს” შორის ომი 2023 წლის წლის 7 ნოემბერს დაიწყო.